ქარიშხალი “ფლორენსის” გამო აშშ-ში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერში” ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის და ვირჯინიის მოსახლეობა იმ  მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რომელიც ქარიშხალ “ფლორენსმა” შეიძლება გამოიწვიოს.

ვინაიდან , ,,ფლორენსი”, უკანასკნელი წლების მანძილზე,  ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალია,300 კილომეტრიან სანაპირო ზოლებზე ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სინოპტიკოსების ვარაუდით  ,,ფლორენსი” ჩრდილოეთ კაროლინაში ქალაქ უილმინგტონს ხუთშაბათს საღამოს გადაუვლის.

ევაკუაციას დაახლეობით მილიონი მოქალაქე დაექვემდებარება, მათ შორის, ადგილობრივები და ტურისტები.

ქარიშხლის სიმძლავრე ხუთი ქულიდან ოთხად არის შეფასებული. მისი სიჩქარე დაახლოებით 220 კმ/სთ იქნება.

,,ბიბისის” ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა   საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

banner
წინა სტატიაშინარკოლოგი – მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება
შემდეგი სტატიავუდვორდის წიგნი “შიში.ტრამპი თეთრ სახლში” გაყიდვაშია