ქალს ბავშვი პარიზის თვითმფრინავში ხელჩანთით გადაჰყავდა

ქალს ბავშვი პარიზის თვითმფრინავში ხელჩანთით გადაჰყავდა

ავიაკომპანია Air France-ის განცხადებით, ერთ-ერთი მგზავრი ოთხი წლის ბავშვის გადაყვანას, სტამბული-პარიზის რეისზე, მცირე ზომის ხელჩანთით აპირებდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვი თვითმფრინავის ბორტზე იქნა აღმოჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგმა ქალმა ბავშვი ჰაიტიში იშვილა. როგორ აღმოჩნდნენ ისინი თურქეთში, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
Air France-ის თქმით, მათ სამართალდამცველები საქმის კურსში ჩააყენეს, მაგრამ პოლიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე არ აღძრა.

ქალმა სტამბულის აეროპორტში იყიდა ბილეთი და ხელჩანთაში მყოფ ბავშვთან ერთად ბორტზე ავიდა. ჩანთა ფეხებთან დაიდო და მას მოსასხამი გადააფარა. რამდენიმე ხანში ბავშვს ტუალეტი მოუნდა. ქალი თვითმფრინავის უკან რიგში იჯდა, მაგრამ ბავშვი შენიშნა სხვა მგზავრმა, რომელმაც სტიუარდესა საქმის კურსში ჩააყენა.
ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. პარიზში ჩაფრენისას ქალი პოლიციას გადასცეს -წერს ბიბისი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა
შემდეგი სტატიალადო პაპავა: პოლიტიკოსების ადგილი თსუ-ს პრობლემების გადაწყვეტაში ნამდვილად არ არის