ქალმა მკვდარი დონორიდან გადანერგილი საშვილოსნოთი ჯანმრთელი ბავშვი დაბადა

ბრაზილიელმა ექიმებმა რეპროდუქციულ მედიცინაში ახალი სიტყვა თქვეს: ქალმა, რომელსაც მკვდარი დონორის საშვილოსნო გადაუნერგეს, ბავშვი ატარა და იმშობიარა. ორგანოს ტრანსპლანტაცია ათი საათის მანძილზე გრძელდებოდა 2016 წელს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში. მასზე მხოლოდ ახლა გავრცელდა. მედიცინის ისტორიაში ცოცხალი დონორიდან საშვილოსნოს გადანერგის 39 შემთხვევა იყო, მათ შორის დედებისგან, რომლებიც დათანხმდნენ, რომ შვილებითვის მიეცათ ორგანო. შედეგად, სულ 11 ბავშვი დაიბადა – “ბიბისი” წერს.
32 წლის ბრაზილიელი პაციენტის დონორი სამი შვილის დედა, 40 წლის ქალი იყო, რომელიც თავში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. პაციენტს დაავადებული საშვილოსნო ჰქონდა, ამავე დროს, მისი კვერცხუჯრედები ჯანმრთელი იყო. გადანერგვიდან დაახლოებით ექვს თვეში ქალს მენსტრუაცია აღუდგა. კიდევ რამდენიმე ხანში კი ის დაორსულდა. 2017 წლის 15 დეკემბერს კი 2,5 კილო ჯანმრთელი გოგონა დაიბადა.

banner
წინა სტატიაშიჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდზე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციის გამო, ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა
შემდეგი სტატიახორავას ქუჩის მკვლელობის საქმე – შს მინისტრი პარლამენტში მივა