ქადაგიშვილი – ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებული

ჩრდილოვანი მთავრობა, კოალიციური მთავრობა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უნდა შედგეს, ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი კიდევ ერთხელ შეჰყავთ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის რაღაც ახალი მთავრობა ყალიბდება.

„მათ განცხადებებს სერიოზულად არ ვუდგები, მაგრამ ხალხი კიდევ ერთხელ შეჰყავთ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის რაღაც ახალი მთავრობა ყალიბდება. ეს არის ჩვეულებრივი „ფეიკი“, შეფუთეს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობა იქნება, რაც ტყუილია. ოპოზიციას ერთადერთი მცდელობა აქვს, რამენაირად არ წააგოს მეორე ტური, ეს რეალობა აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) პასუხი მიხეილ სააკაშვილს
შემდეგი სტატიაგალდავა: გიდასტურებთ, რომ ვიქნები წარმოდგენილი ქალაქის კოალიციურ მმართველობაში