მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) პასუხი მიხეილ სააკაშვილს

“რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო!ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ დიდ პატრიოტს და ძლიერ პოლიტიკოსს დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას. მოკლედ გეტყვით, რომ კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი არც ნკლები, საბჭოთა მემკიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა, ეკლესიაში არსებული უკეთურების , უზნეობის, პედოფილიის, მამათმავლობის, ნარკომანიის, ვერცხლისმოყვარეობის, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, საბჭოთა მსოფმხედველობაში ჩარჩენის და საქართვლოსთვის ბედნიერი მომავლის წართმევის მხარდაჭერაა. უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე, აღმაშენებლისეული აზროვნება, რომლის წარმატებას, დიდგორზე გამარჯვებას და საქართველოს გამთლიანებას წინ უძღოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და არა ფარისევლობა, არა პირფერობა, ზნედაცემული მაღალი იერარქიის მიმართ. უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში… აი რა გაშორებთ თვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნლ მოძრაობასთან… გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ. ამინ!- აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.

სააკაშვილი – ილია მეორის სულიერ შვილად ვრჩები და მხარს ვუჭრ ყველა მის პოზიციას ძირითად საეკლესიო საკითხებში

წინა სტატიაშიქადაგიშვილი: სააკაშვილის ადვოკატებს თუ სურთ, მისი საქმე ევროსასამართლოში იყოს განხილული, ევროსასამართლოს უნდა მიმართონ
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებული