გალდავა: გიდასტურებთ, რომ ვიქნები წარმოდგენილი ქალაქის კოალიციურ მმართველობაში

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, არც ერთ ეტაპზე ერთპარტიულმა მმართველობამ ქვეყანას სასიკეთო არაფერი მოუტანა.

„მიგვაჩნია, რომ მრავალი პარტიით წარმოდგენილ კოალიციურ მმართველობაში იქნება დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღება და ქალაქისთვის რეზულტატი, ცხადია, უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

გალდავას განმარტებით, ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში „ლელოს“ სხვა ცნობად სახეებთან ერთად, თავადაც იქნება წარმოდგენილი.

„მე გიდასტურებთ, რომ ვიქნები წარმოდგენილი ქალაქის კოალიციურ მმართველობაში. მიმაჩნია, რომ ეს იქნება საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია სხვადასხვა პარტიას, მიაღწიოს საერთო მიზანს და ამით ქვეყანამ გაიმარჯვოს.

მე გიდასტურებთ იმას, რომ „ლელოს“ ცნობადი სახეები იქნებიან წარმოდგენილები როგორ ვიცე-მერების, ასევე საქალაქო სამსახურებისა და გამგებლების პოსტებზე, მაგრამ კონკრეტულად ვინ და რა რაოდენობით, ამას შევიტყობთ საღამოს“, – განაცხადა ლანა გადლავამ.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი – ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებული
შემდეგი სტატიაბოტკოველი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ: ნახევარზე მეტი რაც ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ თელავზე