პუტინს ომის გაგრძელება სურს და მასთან საუბარი დროის კარგვაა – იტალიის პრემიერ-მინისტრი

ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება სურს და არ სურს ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი კი დროის კარგვას ჰგავს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა.

მანამდე პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბრის დროს ვკითხე: როდის ხვდები ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი. მან მიპასუხა: დრო ჯერ არ მოსულა.

დრაგის თქმით, პუტინმა დანაშაულები ჩაიდინა. მსოფლიომ დაინახა რუსი დამპყრობლების ომის დანაშაულები ბუჩაში.

„ისინი, ვინც ამბობენ, რომ უსარგებლოა მასთან საუბარი, ეს უბრალოდ დროის კარგვაა, მართალია. ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და ვამბობდი, რომ მან დიალოგის ყველა შესაძლო გზა უნდა გამოიყენოს. თუმცა, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მასთან სატელეფონო საუბრები დროის კარგვაა“, – აღნიშნა დრაგიმ.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტები ქუჩაში გასასვლელად მარიუპოლელებს სპეციალური საშვის აღებას აიძულებენ
შემდეგი სტატიაომის დაწყების შემდეგ, სევეროდონეცკში 400-ზე მეტი ახალი საფლავი გაჩნდა