ოკუპანტები ქუჩაში გასასვლელად მარიუპოლელებს სპეციალური საშვის აღებას აიძულებენ

ოკუპანტები მარიუპოლის მცხოვრებლებს ქუჩაში გასვლის ნებართვისთვის “საშვის” აღებას აიძულებენ – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, საშვის გაცემა მხოლოდ ერთ ადგილზე – მარცხენა სანაპიროს საგადასახადო შენობაში ხორციელდება. მერის მრჩეველი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა, მარიუპოლელების სავალდებულო პასპორტიზაცია მოჰყვეს.

“ასობით მოქალაქე იძულებულია რიგში იდგეს საშვის მისაღებად, რომლის გარეშეც მომავალ კვირას შეუძლებელი იქნება არა მხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში ყოფნაც”, – წერს ის.

UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, 95%-ით განადგურებული მარიუპოლი 1 მარტიდან რუსი ოკუპანტების ბლოკადაშია, თუმცა მტერი მასზე სრული კონტროლის დამყარებას მაინც ვერ ახერხებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი, ნიკა შანავა​ სამხედრო პატივით დაკრძალეს
შემდეგი სტატიაპუტინს ომის გაგრძელება სურს და მასთან საუბარი დროის კარგვაა – იტალიის პრემიერ-მინისტრი