ომის დაწყების შემდეგ, სევეროდონეცკში 400-ზე მეტი ახალი საფლავი გაჩნდა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 52 დღის განმავლობაში, ლუგანსკის ოლქის ცენტრში ახალი სასაფლაოები გაჩნდა.

ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში 400-ზე მეტი ადამიანი დაკრძალეს.

“ქალაქში ჯერ კიდევ არის დაახლოებით 20 000 მცხოვრები. 24 თებერვლამდე მათი რაოდენობა 130 ათასი იყო”, – ამბობს გაიდაი.

მანვე აღნიშნა, რომ მხოლოდ ლუგანსკის ოლქში, 80 000 ადამიანის ევაკუაციაა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიპუტინს ომის გაგრძელება სურს და მასთან საუბარი დროის კარგვაა – იტალიის პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატიარუსებმა ხარკოვი დაბომბეს – სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა