პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

ინფორმაციას სააგენტო “ტასი” ავრცელებს და წერს, რომ შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

მიღებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ფედერალურ სტრუქტურებთან, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე, – წერია დოკუმენტში.

გამოცემა წერს, რომ დოკუმენტის თანახმად, „ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე“.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულებების თანამედროვე ტიპის საცავი გაიხსნა
შემდეგი სტატიაარქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე: თეა წულუკიანთან პირდაპირი პოლიტიკური ბრძოლის უნარი არ შეგწევთ, ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა გსურთ გადაიტანოთ ძეგლთა დაცვის პოლიგონზე