პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში „არჩევნებისა და რეფერენდუმების“ ჩატარებას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რეგიონებში, სადაც საომარი მდგომარეობა მოქმედებს, არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების საშუალებას იძლევა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ რეგიონებში არჩევნების დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო თავდაცვის სამინისტროსთან და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

„საკანონმდებლო ცვლილებები რუსეთის ახალ რეგიონებში სექტემბერში კენჭისყრის ჩატარებას და იქ ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების ფორმირებას შესაძლებელს გახდის“, – წერს რუსული მედია.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაზე მომზადებული კანონპროექტი იმის მცდელობაა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული – მსხილაძე
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ მომავლის განხილვა არ არის ჩემი კომპეტენცია, მოგეხსენებათ, დავტოვე ეს პარტია და შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებაა, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს – დეკანოიძე