ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაზე მომზადებული კანონპროექტი იმის მცდელობაა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული – მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიაჩნია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაზე მომზადებული კანონპროექტი იმის მცდელობაა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული.

როგორც ჟურნალისტებს მსხილაძემ განუცხადა, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ათამდე კონკურსი ჩატარდა, რომელსაც არცერთი ხარვეზი, გადაცდომა და დარღვევა არ ჰქონია.

„გაუგებარია, რამ გამოიწვია ამ პროცესიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოშორება და რა გახდა იმის საფუძველი, რომ პრეზიდენტი აღარ იყოს წამყვანი როლის მატარებელი. ალბათ ამ ყველაფრის სავარაუდო მიზანი ის არის, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად იყოს შესუსტებული და პროცესებში პრეზიდენტის ჩართულობა მაქსიმალურად ნაკლები იყოს. პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილი ორჯერ წარადგინა და, სამწუხაროდ, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, რის გამოც თანამდებობა ექვსი თვით დაიკავა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სხვა კანდიდატურები წარმოადგინა და პარლამენტს კონსენსუსის საშუალება მისცა. პრეზიდენტმა კალანდარიშვილის კანდიდატურა მესამედ არ წარმოადგინა. აშკარა მცდელობაა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული”, – განაცხადა მსხილაძემ.

banner
წინა სტატიაში12-ვე რეკომენდაცია მალე იქნება შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს აღნიშნულ პროცესებში – კალაძე
შემდეგი სტატიაპუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში „არჩევნებისა და რეფერენდუმების“ ჩატარებას ითვალისწინებს