პუტინმა დაადასტურა რუსული მხარის ღიაობა დიალოგის განახლებისთვის – პუტინმა, შოლცმა და მაკრონმა უკრაინის შესახებ ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ესაუბრა. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იყო.

როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა ორი ქვეყნის ლიდერს აცნობა, რომ მოლაპარაკებები კიევის გამო არის გაყინული და აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა კიევთან დიალოგის განახლებისთვის.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას, რომელიც კიევის ბრალით გაყინულია. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა რუსული მხარის ღიაობა დიალოგის განახლებისთვის“, – ვკითხულობთ კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, მათ განიხილეს სიტუაცია გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

„საფუძვლიანად განიხილეს სიტუაცია გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ვლადიმირ პუტინმა დასაბუთებულად და კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით ახსნა სურსათის მიწოდების სირთულეების რეალური მიზეზები, რაც არასწორი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შედეგი იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ცნობილია, საუბრისას, ასევე, აღინიშნა, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის ვარიანტების მოძიებაში, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის.

banner
წინა სტატიაშიერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ თავიდან ავირიდოთ სასურსათო კრიზისი – ზელენსკი ჯონსონს ესაუბრა
შემდეგი სტატიაქვეყნის განვითარების შეფერხების ხარჯზე ოპოზიცია ცდილობს საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევას – ვერძაძე