ქვეყნის განვითარების შეფერხების ხარჯზე ოპოზიცია ცდილობს საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევას – ვერძაძე

ხალხის დახოცვის, ქვეყნის განვითარების შეფერხების ხარჯზე ოპოზიცია ცდილობს საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევას – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ილია ვერძაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, სამარცხვინოა ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს.

„სალომე სამადაშვილის რეპლიკით აშკარად გამოჩნდა ოპოზიციის ზრახვები, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში შესვლას. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ომში ჩართვის მოწოდება, უკრაინიდან გაკეთებული ზოგიერთი განცხადება, რიგი პოლიტიკოსების, რბილად რომ ვთქვათ, საბოლოოდ ნიშნავს და არის შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილი ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული. ხალხის დახოცვის, ქვეყნის განვითარების შეფერხების ხარჯზე ოპოზიცია ცდილობს საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევას.

თითქოს საკითხი მარტივია, თუ ყველას, ან როგორც მინიმუმ უმრავლესობას უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ჯერ ყველა უნდა ეცადოს ამას, მით უფრო თუ ვიცით, რომ ეს მოქალაქეთა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე აისახება და შემდეგ მოვემზადოთ არჩევნებისთვის, შიდაპოლიტიკური ბრძოლისთვის. სამწუხაროდ, ეს ბანალური, ხალხის უბედურებაზე გამავალი გზაა და სამარცხვინოა ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს“, – განაცხადა ილია ვერძაძემ.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა დაადასტურა რუსული მხარის ღიაობა დიალოგის განახლებისთვის – პუტინმა, შოლცმა და მაკრონმა უკრაინის შესახებ ისაუბრეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის მილოცვა მიიღო