ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ თავიდან ავირიდოთ სასურსათო კრიზისი – ზელენსკი ჯონსონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ twitter-ზე დაწერა, საუბარი შეეხებოდა უკრაინისთვის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურებას.

ზელენსკის თქმით, სასურსათო კრიზისის თავიდან ასარიდებლად, უკრაინამ და ბრიტანეთმა ერთად უნდა იმუშაოს.

“რეგულარული დიალოგის ფარგლებში სატელეფონო საუბარი მქონდა ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურებასა და უკრაინისთვის საწვავის მიწოდებაზე. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ თავიდან ავირიდოთ სასურსათო კრიზისი და გავნბლოკოთ პორტები”, – დაწერა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი სომეხ კოლეგას სომხეთის „რესპუბლიკის დღეს“ ულოცავს
შემდეგი სტატიაპუტინმა დაადასტურა რუსული მხარის ღიაობა დიალოგის განახლებისთვის – პუტინმა, შოლცმა და მაკრონმა უკრაინის შესახებ ისაუბრეს