პუტინის მთავარი მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ომში არის იმპერიის აღდგენა, – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი რინკევიჩი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი უკრაინასთან ომში არის იმპერიის განახლება.
რინკევიჩის თქმით, პუტინის მთავარი მიზანი რუსეთის იმპერიის განახლებაა და ის არ ფიქრობს იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინის ომი მომავალ არჩევნებზე, რადგან ისინი რეალურად არ არსებობს რუსეთის ფედერაციაში.
“არა მგონია, რომ ის ფიქრობს 2024 წლის არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ მას მხოლოდ იმპერია უნდა. ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის გარეშე, უკრაინის განადგურების გარეშე, ეს შეუძლებელია. მაგრამ მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს არ იქნება. საარჩევნო კამპანია, ეს იქნება ნამდვილი ცირკი როგორც რუსი, ასევე უცხოელი მაყურებლისთვის“, – განაცხადა რინკევიჩმა.
მან განმარტა, რომ არჩევნები რუსეთის ფედერაციაში გადაიქცა ცერემონიად, რომლის მიზანია დაარწმუნოს რუსების უმრავლესობა, რომ პრეზიდენტი, დუმა და ყველა დანარჩენი არჩეულია.
„მაშასადამე, საქმე არ არის არჩევნებზე, ეს არის ხელისუფლებაში დარჩენა. მე ვფიქრობ, რომ ახლა პუტინი უფრო მეტად არის დამოკიდებული მის ახლო წრეზე უსაფრთხოების ძალებზე, თავდაცვის სამინისტროზე და არა იმაზე, თუ რას ფიქრობენ ხალხი სანქტ-პეტერბურგში ან ვლადივოსტოკში. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი ამომრჩეველი ის ხალხია, ვინც კრემლში ზის და არა ის, ვინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას“, – დარწმუნებულია რინკევიჩი.

banner
წინა სტატიაშიხობში, თიბისის მხარდაჭერით, საწარმო – „ბლუ ბერდ ბერიზ“ ამოქმედდა
შემდეგი სტატიაბირთვული რაკეტა „სარმატი“ სერიული წარმოებისთვის ემზადება – როგოზინი