პუტინის მიერ პერიფრაზირებული სტალინი

რუსეთის პრეზიდენტის ფედერალურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლა რუსულმა მედიამ დააანონსა როგორც “ისტორიული”. “დოიჩე ველემ” პუტინის სიტყვასთან დაკავშირებით კომენტარი პოლიტოლოგ ჰანს-ჰანინგ შრედერს სთხოვა.
პოლიტოლოგის აზრით, პუტინის გამოსვლა იყო ძალიან ჩვეულებრივი, განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე: “შიდა პოლიტიკაზე საუბრის დასაწყისში უბრალოდ, მეტად მკაცრი ტონი გაუხდა. ის საუბრობდა ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებზე. როგორც წესი, ის ამას ქაღალდიდან კითხულობდა, რაც, ჩემი აზრით, არ არის დამაჯერებელი. ის ოდნავ გამოცოცხლდა, როცა იმის ხაზგასმა უნდოდა, როგორი ეკონომიკური და სოციალური ზომები აქვს გასატარებელი ქვეყანას. სხვა საკითხზე ემოცია განსაკუთრებით არ დაუხარჯავს” – განაცხადა შრედერმა.

ჰანს-ჰანინგ შრედერი ცნობილი გერმანელი პოლიტილოგია, რომელიც რამდენიმე ონლაინ-ჟურნალს ფლობს, მათ შორის Rußlandanalysen და Russian Analytical Digest.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს პოლიტოლოგი პუტინის მიერ პერიფრაზირებულ სტალინის გამონათქვამზე, რომ “ერთი საქმეა ერდორანი და მეორე – მშვიდობიანი და შრომისმოყვარე თურქი ხალხი”, შრედერი პასუხობს: “ეს ძალიან ხისტი იყო. ეპითეტები, რომელიც ერდოღანისა და მისი მთავრობის მიმართ ისმოდა, მსუბუქად რომ ვთქვა, არადიპლომატიურია და მან თავისი წინა ინტერვიუების რიტორიკა გააგრძელა ამითი. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, თითქოს, უახლოეს მომავალში ის თურქეთთან ურთიერთობაას არ აპირებს. ”

შრედერის თქმით, პუტინის გამოსვლაში ის ხაზს გაუსმევდა ერთ მომენტზე: თურქეთის მისამართით მუქარებზე. ამასთანავე, “პუტინმა ბევრი ისაუბრა ტერორიზმზე, შეკრულ მუშტზე და მონდომებით გაუსვა ხაზი იმას, რომ რუსეთი აშშ დონის სახელმწიფოა. საკმარისია ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება, რომ ვნახავთ, რომ ეს ასე არ არის” – ამბობს შრედერი, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს გამოსვლაში უკრაინა არ უხსენებია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს პასუხობს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის