შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, ვინც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს იცავენ ევროსასამართლოში – ნაცვლიშვილი

რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა იურიდიულ კომიტეტზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს და არგუმენტია, რომ “პირველი მოსმენით დაადგენილი წესით სვამთ შეკითხვებს”.

ერთ-ერთი, ვისაც ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა ანა ნაცვლიშვილია, რომელმაც იკითხა, შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, ვინც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს იცავენ ევროსასამართლოში:

“მაგალითად საია, რომელსაც ასობით დარღვევა აქვს დოკუმენტირებული. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ცენტრი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი რისკის ფასად აგვისტოს ომიდან, პირველივე წუთებში, როგორც კი შესაძლებელი გახდა აკეთებდნენ დოკუმენტირებას რუსეთის მიერ ჩადენილი საერთაშორისო დარღვევბის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს ორგანიზაციები უცხოური ძალის გამტარებლად გამოცხადდებიან თუ არა ამ კანონით.

შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკეთებენ მხილებას ხელისუფლების კორუფციული სქემების.
შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკეთებენ დოკუმენტირებას და მხილებას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის და დასახიჩრების და მათ უწევენ სამართლებრივ დახმარებას, ამ ორგანიზაციებს როგორც ახლა იკითხება შეეხება და გამოცხადდებიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად, ფარცხალაძე არ გამოცხადდება,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, რომელსაც მიკროფონი გაუთიშა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება
შემდეგი სტატიამობილიზებაა მარტვილში