ირაკლი სესიაშვილი მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ინიციატივით გამოდის, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შესყიდვა იმ შემთხვევაში იყოს დაშვებული , თუკი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მისი მარცხენასაჭიანად გადაკეთება მოხდება.
ამასთან, სესიაშვილის თქმით, ის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას მიესალმება.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლების უსაფრთხოება ადეკვატურად უზრუნველყოფილი არ არის და საფრთხის შემცველია.
“მძღოლი ვარ და რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა ჩემს წინ მარჯვენასაჭიანი მანქანით მძღოლი მიდიოდა, რომელიც გასწრების მომენტში მარცხენა მხარეს გადავიდა და გახედვისას, მილიმეტრებში სიკვდილს გადაურჩა. ეს საკითხი რეგულირებას ნამდვილად საჭიროებს. უნდა გავაანალიზოთ, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვა საჭიროა. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, ეს ჩვენს ქვეყანაზე ეკონომიკურად რა გავლენას მოახდენს. იაპონური მანქანები, რომელიც შემოჰყავთ, იაფფასიანია, მაგრამ რომელიმეს ხარისხით არ ჩამოუვარდება. თუკი საჭის გადატანა, უსაფრთხოების ზომების შესაბამისად, შესაძლებელია, მაშინ მხარს დავუჭერდი იმას, რომ მარჯვენასაჭიანებმა საჭე მარცხნივ გადაიტანონ და ასეთი ავტომობილების შესყიდვა შეიძლებოდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია იკრძალება. შესაბამისი ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ” და სხვა რამდენიმე კანონში შედის, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიპუტინის მიერ პერიფრაზირებული სტალინი
შემდეგი სტატიაპაკისტანი საბერძნეთიდან დეპორტირებულ საკუთარ მქალაქეებს თვითმფრინავიდან არ უშვებს