პუტინი: თუკი ევროპა აშშ-ს რაკეტებს განათავსებს, საპასუხო დარტყმის რისკის ქვეშ დადგება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, იმედი აქვს, რომ ახლო და საშუალო მანძილის რაკეტების შეთანხმების ლიკვიდაციის შესახებ თემას განიხილავენ. თუკი აშშ გავა შეთანხმებიდან, პუტინმა “სწრაფი და ეფექტური” პასუხის პირობა დადო.
“ჩვენ მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ყველანაირი ისტერიკის გარეშე ველაპარაკოთ. მთავარია, შედეგი, რა იქნება გადაწყვეტილება” – განაცხადა პუტინმა მოსკოვში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯუზეპე კონტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პუტინმა პირობა დადო,რომ თუკი აშშ შეთანხმებიდან გავა, რუსეთს სარკისებური პასუხი ექნება .
“და ეს იქნება ძალიან მალე და ეფექტური” – ხაზგასმით განაცხადა პუტინმა

“ყველაზე მთავარი შეკითხვა ასეთია: თუკი აშშ მაინც გავა შეთანხმებიდან, რას უზამენ ისინი ახლადშექმნილ რაკეტებს. თუკი ისინი მას ევროპაში დააყენებენ, ბუნებრივია, ჩვენ ვუპასუხებთ” – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ თუკი ევროპის ქვეყნები დათანხმდებიან ამერიკული რაკეტების განთავსებაზე, მათ უნდა გაიაზრონ ის, რომ საკუთარ ტერიტორიებს შესაძლო საპასუხო დარტყმებისთვის სწირავენ” – წერს ,,ბიბისი”

“ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსი ევროპაში მეტი ბირთვული რაკეტების განლაგებას არ აპირებს რუსულ-ამერიკული ხელშეკრულების ჩაშლის საპასუხოდ, რომელიც ახლო და საშუალო მანძილის კრაკეტების ლიკვიდაციას შეეხებოდა” – 24 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. “ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი, ჩვენ არ გვინდა შეიარაღების ახალი მარათონი” – განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა

“საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას” ხელი 1887 წელს მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა მოაწერეს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა პოლიეთილენის შეფუთვის აკრძალვას კენჭი უყარა 
შემდეგი სტატიაქუთაისი-ვარშავის რეისზე ცრუ შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა