ევროპარლამენტმა პოლიეთილენის შეფუთვის აკრძალვას კენჭი უყარა 

ევროპარალმენტმა, მსოფლიო ოკეანის დაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში, კენჭი უყარა ერთჯერადი პოლიეთილენის ნივთების აკრძალვას, მათ შორისაა, ერთჯერადი თეფშები, წვენის ჩხირები, თხელი პოლიეთილენის პარკები და სხვა. შესაბამისი წინადადება ევროკომისიამ 24 ოქტომბერს პირველი მოსმენით მიიღო.
გეგმის თანახმად, პოლიეთილენის მთელი რიგი პროდუქცია, რომლის ალტერნატივა უკვე არსებობს, ევროკავშირში სრულად უნდა აიკრძალოს 2021 წლიდან.

პოლიეთილენის ბოთლებს ცალკე შეგროვდება და 2025 წლისათვის პლასტიკური ბოთლების 90% უნდა გადამუშავდეს.
ევროკავშირის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები წლის ბოლომდე  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  მუშაობას გააგრძელებენ. რომლის შემდეგადაც მოლაპარაკებები დაიწყება ევროპარლამენტთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროკომისიასთან.

დოჩიე ველეს ინფორმაციით,საბოლოო გეგმას ევროპარალმენტი და ევროკავშირი ერთობლივად მიიღებს

banner
წინა სტატიაში,,ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე გამოჩენა არ ზღუდავს ჩემი გამოხატვის თავისუფლებას”
შემდეგი სტატიაპუტინი: თუკი ევროპა აშშ-ს რაკეტებს განათავსებს, საპასუხო დარტყმის რისკის ქვეშ დადგება