პუტინი – საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტიზმის გამოვლინებაა

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტიზმის გამოვლინებაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„პირდაპირ ვიტყვი, არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტული გრძნობის გამოვლინებაა. დონბასისა და ნოვოროსიის მაცხოვრებლებს, რომლებმაც რეფერენდუმებში რუსეთთან გაერთიანებას ხმა რთულ პირობებში მისცეს, ეს კარგად ესმით და ამ დღეებში არჩევანს გააკეთებენ.

კენჭისყრაში მონაწილეობას ფრონტის ხაზზე მყოფი ჩვენი ჯარისკაცებიც მიიღებენ. ისინი სამშობლოს იცავენ, სიმამაცესა და გამბედაობას აჩვენებენ და არჩევნებში მონაწილეობის მიღებით ყველა ჩვენგანს მაგალითს გვაძლევენ“, – აღნიშნა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა
შემდეგი სტატიახვიჩია – მგონი, უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ „სახე გააძრო“ „ქოცებს“