პუტინი ხაჯიმბას – გულითადად გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს – გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ე.წ. გამარჯვების 25 წლისთავი მიულოცა.

„გულითადად გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს – გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს. აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გასული წლების განმავლობაში აფხაზეთმა მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწია სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მინდა დაგიდასტუროთ, რომ რუსეთი მომავალშიც ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ხალხს“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

ვლადიმერ პუტინმა ასევე უსურვა „მშვიდობა და კეთილდღეობა აფხაზეთის ყველა მცხოვრებს“.

banner
წინა სტატიაშიერთ-ერთ ღამის კლუბში გაურკვეველი ნივთიერებით სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიასოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის ქალი დააკავეს