ერთ-ერთ ღამის კლუბში გაურკვეველი ნივთიერებით სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბორნმუტის ღამის კლუბში, გაურკვეველი ნივთიერების გავრცელების შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ცნობით, რამდენიმე პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ ღამის კლუბ Cameo-ში გავრცელებული ნივთიერება შესაძლოა, ცრემლსადენი აირი, კერძოდ, ე.წ. სირენა ყოფილიყო. შემთხვევის ადგილზე ამჟამად გამომძიებლები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიუკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე პასუხისგებაში მიეცა
შემდეგი სტატიაპუტინი ხაჯიმბას – გულითადად გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს – გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს