სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის ქალი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი დააკავეს.

თანასოფლელების განცხადებით, ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.

დაკავებულის ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის წარმომადგენლობა და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. დაკავებულის ოჯახში დეტალების გასარკვევად გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტიტე თავზარაშვილი მივა.

1

banner
წინა სტატიაშიპუტინი ხაჯიმბას – გულითადად გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს – გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს
შემდეგი სტატიაინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა