პუტინი იმაზე, თუ რატომ კლავენ ან აპატიმრებენ რუსეთში პოლიტიკურ ოპონენტებს

პუტინი ზელენსკი

ამერიკელმა ჟურნალისტამ პრესკონფერეციაზე, რომელიც ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტს კითხა:” თქვენს ყველა პოლიტიკურ ოპონენტებს ან კლავენ ან ციხეში სვამენ. ეს საზოგადოებისთვის იმის ნიშანი არ არის, რომ თქვენ პატიოსანი პოლიტიკური კონკურენცია რა გინდათ?”

“იმასთან დაკავშირებით, თუ ვის სვამენ ციხეში და ვის კლავენ… აშშ-ს კონგრესში ხალხი პოლიტიკური მოთხოვნებით შევიდა არჩევნების შემდეგ. 400 ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ 20 ან 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისინი შიდა ტერორისტებად გამოაცხადეს. ბრალი დასდეს სხვა მრავალ დანაშაულში. ამ მოვლენებიდან 70 მაშინათვე დააკავეს, მათგან 30 ამ წუთამდე ციხეშია. გაურკვევლია, რის საფუძველზე. აშშ-ს ოფიციალური მთავრობიდან ამის შესახებ ჩვენ ხომ არ გვაძლევენ ინფორმაციას. იქ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციელმა უბრალოდ ადგილზე მოკლა. ამავე დროს ის პოლიციელს იარაღით არ ემუქრებოდა. სხვა ქვენებშიც იგივე ხდება, რაც ჩვენთან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. ჩვენ თანავუგრძნობთ იმის გამო, რაც აშშ-ში მოხდა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, იგივე მოხდეს ჩვენთან” – უპასუხა რუსეთის პრეზიდენტამ ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს.

banner
წინა სტატიაშიჭიათურის მერია “გედების ტბაზე” მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპუტინს და ბაიდენს ერთმანეთი არ მოუწვევიათ