ჭიათურის მერია “გედების ტბაზე” მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“გედების ტბაზე” მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გედის გადარჩენა მოხერხდა.
50 წლის განმავლობაში, “გედების ტბაზე” მსგავსი რამ არ მომხდარა და სავარაუდოდ, საქმე გვაქვს შეგნებულ ვანდალიზმთან, რასაც სამართალდამცველები დაადგენენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წუხს მომხდართან დაკავშირებით, მერის დავალებით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახური და სიმართლის დასადგენად ყველაფერი გაკეთდება. დაშავებულ გედს კი ვეტერინარი უკვე მეთვალყურეობს”,-ჭიათურის მერიის განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი „სიენენის“ კორესპონდეტს: ობიექტურად მიიტანეთ ინფორმაცია მსმენელამდე
შემდეგი სტატიაპუტინი იმაზე, თუ რატომ კლავენ ან აპატიმრებენ რუსეთში პოლიტიკურ ოპონენტებს