პუტინს და ბაიდენს ერთმანეთი არ მოუწვევიათ

Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა პუტინს ბაიდენის მიერ მის შესახებ ნათქვამი შეახსენა, რომ მან შეხედა პუტინს, იქ ვერ ნახა სული და პუტინს გაუგო. ასევე, ჟურნალისტმა აშშ-ში შესაძლო ვიზიტის შესახებ კითხა.

“პრეზიდენტ ბაიდენს მე არ მოვუწვევივარ სტუმრად” – თქვა პუტინმა. “არც მე შემითავაზებია ასეთი რამე” – დაამატა და ახსნა, რომ ამისთვის პირობების მომწიფებაა აუცილებელი. “რაც შეეხება “სულში ჩახედვას”, მართალი გითხრათ, არ მახსოვს ასეთი რამე” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დაუშვა, რომ შესაძლებელია ითქვა მსგავსი რამ. ახლა მოლაპარაკებებზე, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კონსტრუქტიული დიალოგი შედგა, აწონილი, “როგორც ვვარაუდობდი”.

“კომერსანტის” ჟურნალისტტმა ანდრეი კოლესნიკოვმა პუტინს კითხა, დაემატა თუ არა პუტინს ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ ილუზიები. “ილუზიები არ არის და არც შეიძლება იყოს” – ღმილით უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი იმაზე, თუ რატომ კლავენ ან აპატიმრებენ რუსეთში პოლიტიკურ ოპონენტებს
შემდეგი სტატია“თავდაყირა” – ჟურანისტი პუტინის ინტერვიუზე