ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვლი, ყინვა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიბასილაია – ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილი გაიწიროს
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორი – არჩევნების დღეს საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე უკანონო ვიდეოთვალთვალის ფაქტი არ დადგინდა