ბასილაია – ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილი გაიწიროს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა დაუშვებელია.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა ნიშნავს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი, ადამიანი, რომელმაც რეალურად საქართველოში ალაგმა ის განუკითხაობა, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული სუფევდა, უნდა აღმოჩნდეს იმ ციხეში, სადაც იმყოფება ასეულობით სხვადასხვა კრიმინალური მუხლით გასამართლებული პირი, ეს არის სრულიად დაუშვებელი, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებას. ჩვენ მაქსიმალურად საზოგადოების ჩართულობით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებით და ქართული საზოგადოების აქტიურობით, უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილი გაიწიროს”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიყალბი კოვიდ-პასპორტები და PCR ტესტის პასუხები – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა, 8 პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება