პროვოკაციებზე მოდიან გარკვეული ჯგუფები – თეიმურაზ კუპატაძე გურჯაანში არსებულ ვითარებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს არ გეგმავს, გარდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვისა – ეს განცხადება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გააკეთა.

კუპატაძის თქმით, აქციის მონაწილეებს გადაადგილების უფლებას არ უზღუდავენ. სამართალდამცველები ადგილზე უსაფრთხოების წესრიგის იცავენ, რათა არ მოხდეს რაიმე სახის ინციდენტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროს ამბობს, რომ ისინი გეგმავდნენ, აქციის მონაწილეების სპეციალური ავტობუსებით გადაყვანას გეგმავდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს არ გეგმავს, გარდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვისა. ვხედავთ პროვოკაციებზე მოდის გარკვეული ჯგუფები. ჩვენ ვართ იმიტომ რომ აღვკვეთოთ და არ მოხდეს რაიმე ინციდენტი. ჩვენ მივუთითეთ მათ და მივეცით მარშრუტი, რა მარშრუტით უნდ წასულიყვნენ. არავის თავისუფალი გადაადგილება ჩვენ არ შეგვიზღუდია. ყვარლის გავლით მოხვდებოდნენ ეს ადამიანები თელავში, ის რაოდენობა მანქანების შესაბამისად, თელავში რომ შესულიყო, ეს გამოიწვევდა კოლაფსს, ამიტომ ჩვენ ნაწილს შევუშვებდით თელავში, დანარჩენი ორგანიზებული გვქონდა მინიბუსები და ასევე ავტობუსები, რითიც მოხდებოდა ამ ადამიანების დანიშნულების ადგილამდე მიყვანა, მშვიდად და უსაფრთხოდ,“ – განაცხადა კუპატაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს – საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა
შემდეგი სტატია,,ოპონენტებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველოში რევოლუციები არასდროს აღარ მოხდება”