შსს – საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა

მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“,- ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოფელ ველისციხესთან არსებულ ვითარებას ეხება.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი. თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გვართმევენ გადაადგილების თავისუფლებას – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიაპროვოკაციებზე მოდიან გარკვეული ჯგუფები – თეიმურაზ კუპატაძე გურჯაანში არსებულ ვითარებაზე