,,ოპონენტებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველოში რევოლუციები არასდროს აღარ მოხდება”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2018 13:26

,,ოპონენტებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველოში რევოლუციები არასდროს აღარ მოხდება”

მნიშვნელოვანი

  • მგონი, ჩვენმა ოპონენტებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველოში რევოლუციები არასდროს აღარ მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

სხვა სტატიები

მგონი, ჩვენმა ოპონენტებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველოში რევოლუციები არასდროს აღარ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი მოქალაქე უნდა დაემორჩილოს პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ალტერნატიული გზით ისარგებლოს. გარდა ამისა, სეისაშვილმა განაცხადა, რომ „პროვოკაციები და გაწევ-გამოწევა ამ მშვენიერ დღეს აფუჭებს“.

„მე როცა ვთქვი, რომ ხალხის არჩევანს ვზეიმობთ, ჩვენ ვზეიმობთ სწორედ იმ არჩევანს, როცა ჩვენი საზოგადოება ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას, კეთილდღეობას. მე მგონი, ჩვენმა ოპონენტებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველოში რევოლუციები არასდროს აღარ მოხდება. ამ პროვოკაციებით, დესტაბილიზაციის მცდელობებით, მოწოდებებით, რომ იყოს არეულობა, კარგად ვხვდებით, რომ ქართული საზოგადოება ამას არ შეეგუება. ყველას აქვს გამოხატვის უფლება, თქვენ იცით, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეს გამოხატვის უფლება დარღვეულა, მაგრამ ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ტარდება ზეიმი, ყველა უნდა დავექვემდებაროთ გარკვეულ წესებს და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებას. პოლიციამ წინასწარ განაცხადა, თუ რა გზით უნდა ესარგებლა ნებისმიერ მოქალაქეს და ბუნებრივია, ამ მოთხოვნას უნდა დავემორჩილოთ. მათ შორის, მეც ვისარგებლე იმ გზით, რაც ჩემთვის იყო განსაზღვრული“, – განაცხადა სესიაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2018 13:26

Google სტატისტიკა


3,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics