ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ტვირთების გადასაზიდად ახალი გზა კეთდება – „ძალა ერთობაშია“

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, არ დაუშვას ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსეთში ტვირთების გადაზიდვა.

ორგანიზაციის წევრების თქმით, საოკუპაციო ხაზთან 200 დღიანი პატრულირების შედეგად დადგინდა, რომ ე.წ. საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები, ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატიული გზის შესაქმნელად აქტიურად ემზადებიან.

მათ ფოტო და ვიდეო მასალაც გაავრცელეს, სადაც მათი მტკიცებით ჩანს, როგორ მზადდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ტვირთების გადასაზიდად ახალი გზა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.

banner
წინა სტატიაშიპროტესტი სამგორის გამგეობაში – სამგორის გამგებელსა და მოქალაქეებს შორის შეხვედრა შედგა
შემდეგი სტატიაპრემიერმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საგანგებო თათბირი გამართა