პროპორციული საარჩევნო სისტემა – „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

რიგი ხარვეზების და შენიშვნების მიუხედავად, „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ინიციატივას საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე – განცხადება, პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

ბაქრაძე არსებობს არაერთი პრობლემა, მათ შორის პატიების დაფინანსებასა და ბლოკების შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა “ევროპული საქართველო” პატივს სცემს საზოგადოების მონაპოვარს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს.

„მიუხედავად იმ ცალკეული პრობლემებისა, რომელსაც მკაფიოდ ვხედავთ წარმოდგენილ კანონპროექტში, მაგალითად, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით, მაგალითად, ბლოკების აკრძალვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმ რთული მოლაპარაკებებისა, რომელიც მიმდინარეობს თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად პარტიების დაფინანსების წესზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციებზე, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ „ევროპული საქართველო“ უფრთხილდება და აფასებს საზოგადოების დიდ მიღწევას და ამიტომ, საპარლამენტო კენჭის ყრის დროს წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეყოლება ოცი მომხრე „ევროპული“ უმრავლესობის წევრი დეპუტატებისგან. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ამიტომ მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტი თავმჯდომარეს, აღარ გადავდოთ ეს პროცესი, დავიწყოთ განხილვა,“- განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიბარონ მიუნჰაუზენივით იძიებს გახარია, ფაქტობრივად იძიებს თავის დანაშაულს – გიგი უგულავა
შემდეგი სტატიარუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე კონგრესში იმსჯელეს