ბარონ მიუნჰაუზენივით იძიებს გახარია, ფაქტობრივად იძიებს თავის დანაშაულს – გიგი უგულავა

”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საინტერესოა ვინ გასცა ბრძანება გიორგი გახარიამ თუ ანზორ ჩუბინიძემ. ასევე არსებობს კითხვა – რა იყო მოტივი, პანიკა თუ ბოროტება. გიგი უგულავას თქმით, ის არ ენდობა გახარიას მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რადგან ფაქტობრივად ის გამოძიებას საკუთარი თავის წინააღმდეგ აწარმოებს.

„რატომ მოხდა ეს მოტრიალება, ვინ ჩავარდა პანიკაში, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იყო ეს პანიკით თუ ბოროტი განზრახვით ეს ყველაფერი არის დასადგენი. ბარონ მიუნჰაუზენივით იძიებს გახარია, ფაქტობრივად იძიებს თავის დანაშაულს. უნდა, რომ ტყლაპოდან თავისი თავი მოწიოს, მოქაჩოს და ამოიყვანოს მაგრამ ესეთი რამე არ გამოვა. ფაქტია, რომ არც ეს სასამართლო და არც ეს პროკურატურა მთვარეზე და მარსზე გადატრიალების საკითხებს იძიებენ. აგერ ვნახეთ რა პირდაპირი მასალები არსებობს. ეს ინფორმაცია რომელიც ოფიციალურად დევს საქმეში, როგორც გამოძიების მიერ მოპოვებული ოპერატიული მასალა, პირდაპირ ანგრევს იმ ყურით მოთრეულ ვერსიას, რომ იქ ვინმე სახელმწიფო გადაწყვეტილებას აწყობდა,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაში“ის კადრი ძალიან მნიშვნელოვანია”-ომბუდსმენი იმ მასალის შესწავლას იწყებს, რომელიც ადასტურებს, რომ პარლამენტზე შტურმი არ იგეგმებოდა
შემდეგი სტატიაპროპორციული საარჩევნო სისტემა – „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს