პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ა.ხ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გერს, ოთხი თვის განმავლობაში არაადამიანურად ეპყრობოდა, ჩაკეტილი ჰყავდა საცხოვრებლად უვარგის მცირე ზომის სათავსოში, სადაც დაზარალებულს არ ჰქონდა სათანადო პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, მოვლით და კვებით, რის გამოც ანორექსია განუვითარდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ) და 11 პრიმა 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

banner
წინა სტატიაშითუ ის კამპანია FSB-ს ეკუთვნის, გამოდის, გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი და უსუფაშვილი FSB-ს საქმიანობასთან არიან დაკავშირებული – კობახიძე დეგნანის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაარის საკითხები, რაც პარტიის შიგნით უნდა იყოს განხილული, რაღაცების გარეთ გამოტანა რომ მდომოდა, მეც გავიდოდი პარტიიდან – კობახიძე