არის საკითხები, რაც პარტიის შიგნით უნდა იყოს განხილული, რაღაცების გარეთ გამოტანა რომ მდომოდა, მეც გავიდოდი პარტიიდან – კობახიძე

არაერთი შეხვედრა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში, სადაც ბევრ რამეზე გვისაუბრია, რომ მინდოდეს ამ თემების გარეთ გამოტანა, გავიდოდი მეც პარტიიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ მე არ მინდა რაღაცების გარეთ გამოტანა, რაზეც შიგნით გვაქვს საუბარი, დავრჩები იმავე რეჟიმში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის რაღაც საკითხები, რაც შიგნით უნდა იყოს განხილული, მე რომ მდომოდა რაღაცების გარეთ გამოტანა, გავიდოდი მეც პარტიიდან, ესაა და ეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიასოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 3 უკრაინული გუნდი მიიღებს მონაწილეობას