სახელმწიფომ ზურაბ ჭანკოტაძეს არამეტარიალური ზიანის ანაზღაურების სახით 20 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს

strasburgi sasamartloადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე გადაწყვტილება გამოაქვეყნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ზურაბ ჭანკოტაძეს არამეტარიალური ზიანის ანაზღაურების სახით 20 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ასევე საქართველოს დაეკისრა 15 ათასი ევროს გადახდა ხარჯების კომპენსაციის სახით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ ჭანკოტაძის სისხლის სამართლის დევნის შედეგად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. კერძოდ, სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) და მეექვსე მუხლის პირველი პარაგრაფი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

ზურაბ ჭანკოტაძე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობას 2002 წლის მარტიდან 2004 წლის მარტამდე იკავებდა. ჭანკოტაძე 2004 წლის მარტში უფლებამოსილებების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის გამოძიება და ფარცხალაძის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატია“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა