პროკურატურამ, საერთაშორისო დახურულ ბაზაში, მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებლად და კრიმინალად დაარეგისტრირა

    საქართველოს პროკურატურამ, საერთაშორისო დახურულ ბაზაში, მამუკა, ხაზარაძე, როგორც ფულის გამთეთრებელი და კრიმინალი, ისე დაარეგისტრირა.

    მთავარი პროკურატურიდან, კონფიდენციალობის დაცვით, ექსკლუზიურად ჩვენთვის მოწოდებული ამ ფოტოდან ჩანს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რეპუტაციის გასანადგურებლად ყველაფერს აკეთებს.

    ეს არის მაგალითი, თუ როგორ დაუნდობლად იბრძვის ოლიგარქი თიბისი ბანკის ხელში ჩასაგდებად და მამუკა ხაზარაძის, როგორც წარმატებული ბანკირის კარიერის დასასამარებლად.

    ახლა მთავარი ისაა, როგორ უპასუხებენ თიბისი ბანკის მსხვილი აქციონერები ივანიშვილის ბრძოლის დაუნდობელ მეთოდებს – დაელოდებიან, როდის წაიღებს ბანკს და გაანადგურებს მათ რეპუტაციას თუ გამოვლენ და საჯაროდ გაუზიარებენ საზოგადოებას იმას, რასაც ის თიბისი ბაკსა და მის შემქმნელებს უკეთებს.

    შეგახსენებთ რომ გუშინ, ეროვნულმა ბანკმა, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბანკის საქმიანობაში ჩარევის უფლება წაართვა და ყველაზე მსხვილი აქციონერები საკუთარი კომპანიიდან „განარიდა“.

    საქმე ეხება 11 წლის წინ განხორციელებულ საბანკო ტრანზაქციებს, რომლის გამოც ივანიშვილის პროკურატურამ მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების მუხლით დაიწყო გამოძიება.

    წყარო:pressa.ge

    banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს, კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების გადაწყვეტილება გააუქმოს
შემდეგი სტატია,,ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას“ – ბუბა კიკაბიძე