,,ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას“ – ბუბა კიკაბიძე

მომღერალი ბუბა კიკაბიძე „თიბისი“ ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მამუკა ხაზარაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

„მამუკა ხაზარაძეს ამ ცოტა ხნის წინ ქორწილში შევხვდი, ვკითხე, რას გერჩიან-მეთქი… -არავინ არაფერს მერჩისო, – დამამშვიდა…

შეწუხებული ვარ მის თავს რაც ხდება, როგორ არ ერჩიან, კაცო?!

უკვე დადგა დრო ყველაფერს თავიდან ბოლომდე წერტილი დაესვას! მე მას ჩემი მხრიდან ასპროცენტიან მხარდაჭერას ვუცხადებ! პირადად ვიცნობ დიდი ხანია, დიდ პატივს ვცემ და საერთოდ ყველა ჭკვიანი კაცი მიყვარს!

ისე ჩემი მხრიდან გადაეცით, ვიდრე ტელევიზიით არ გამოვა და თავის სათქმელს კარგად არ იტყვის, მანამდე იმდენად ბევრი ხალხი ვერ დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭიროა. თქვენ მაინც გააგებინეთ, რომ რაღაც თქვას, ხალხმა რომ გავიგოთ, რაც ხდება!

აღარ შეიძლება ამდენი სიჩუმე! ათასნაირი საუბრები მიდის და დააბნიეს საზოგადოება! დარწმუნებული ვარ, მართალი იქნება ის ხმები, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ „კვირის პალიტრასთან“.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ, საერთაშორისო დახურულ ბაზაში, მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებლად და კრიმინალად დაარეგისტრირა
შემდეგი სტატია“გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა“ – ნათელაშვილი ხაზარაძეს მიმართავს