გიგი უგულავა მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს, კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების გადაწყვეტილება გააუქმოს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს, კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების შესახებ ბრძანება გააუქმოს.

მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში ჩაიშალა ტენდერები, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების (თავდაცვის სამინისტრო, შსს, სდსს) სურსათით მომარაგებისთვის იყო აუცილებელი.

„ტენდერების საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერების ჩაშლამ სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტი კვებით მომარაგება დააყენა საფრთხის ქვეშ. ეს გამოწვევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციელებს მას შემდეგ დაუდგათ, რაც პრემიერმა გააფართოვა კონსოლიდირებული (გაერთიანებული) ტენდერების ნუსხა“, – აცხადებს გიგი უგულავა.

მისი თქმით, ამას ჯამში 123 ტენდერის ჩაშლა მოჰყვა, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მილიონ ლარზე მეტია.

უგულავა მიიჩნევს, რომ კონსოლიდირებული ტენდერები საბიუჯეტო თანხებს ზრდის და კორუფციის რისკებს აჩენს. ასევე ამით უქმდება შესყიდვების სისტემის მთავარი მიღწევა – ელექტრონული შესყიდვები.

აქედან გამომდინარე, უგულავა პრემიერ-მინისტრს მიმართავს, კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს.

banner
წინა სტატიაშიხათუნა გოგორიშვილი : იქნებ, ხელისუფლება ხელმოწერებმა გააღვიძოს და მაჟორიტარულ სისტემაზე უარი ათქმევინოს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ, საერთაშორისო დახურულ ბაზაში, მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებლად და კრიმინალად დაარეგისტრირა