პროკურატურამ ნიკა მელიას დისტანციური კონტროლი დაიწყო

პროკურატურამ ნიკა მელიას დისტანციური კონტროლი დაიწყო.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატს, ელექტრონული სამაჯური რამდენიმე წუთის წინ დაუმაგრეს.

პრობაციის სამსახურის თანამშრომლები დეპუტატის სახლში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გადაადგილების შესახებ ძალოვან უწყებას ყველა ინფორმაცია ექნება.

„სამაჯურის მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია, ის მიაწვდის მიმღებს ინფორმაციას, რომლის მიმართაც ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება. ნიკანორ მელიას ინდივიდუალურად დადგენილი პერიმეტრიდან გასვლის შემთხვევაში, მიმღები სამაჯურიდან მიიღებს შესაბამის სიგნალს. სააგენტო რეგულარულად მიაწვდის პროკურატურას ელექტრონული მონიტორინგის აპარატურის მიერ ავტომატურად გენერირებულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც პროკურატურა შეძლებს, გააკონტროლოს რამდენად ემორჩილება ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირი სასამართლოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს“ – ნათქვამია პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ მელიას ელექტრონული კონტროლის შესახებ გადაწყვეტილება 2 ივლისს მიიღო. მას სხვა შეზღუდვებიც დაუწესეს. მელიამ ყველა მისი გადაადგილება პროკურატურასთან უნდა შეათანხმოს.

 

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შსს-ში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს აცხადებს
შემდეგი სტატიაშს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა