შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ამის შესახებ ინფორმაცია თაიმერს  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებამდე აქვს შეჩერებული.

როგორც შსს-ში 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამასთან, აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნიკა მელიას დისტანციური კონტროლი დაიწყო
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – გარკვეული ადამიანების მხრიდან არის მცდელობა, მინისტრის სახელის დისკრედიტაცია და სისტემის შიგნით დაძაბულობის შემოტანა მოხდეს