პროკურატურა – როდესაც მამუკა ხაზარაძე პროცესუალურად დაადასტურებს მუქარაზე ბრალდებას, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ

საქართველოს გენერალური პროკურატურა მუქარის წერილზე განცხადებასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს გამოკითხავს.

„მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის ფარგლებში და, როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადეს უწყებაში.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.

banner
წინა სტატიაშივუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა – ხაზარაძე
შემდეგი სტატია“8 თვის წინ გადააყენეს კვირიკაშვილი და ყველაფერი ამ დღიდან დაიწყო… რა უნდათ თქვენგან?” – რომან გოცირიძის შეკითხვა მამუკა ხაზარაძეს