ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა – ხაზარაძე

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმირებული იყო. ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან დაკითხვისას საგამოძიებო უწყებას ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, არც გამოძიება დაწყებულა და ფაქტით არავინ დაინტერესებულა.

განცხადება ხაზარაძმე დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კომენტარის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ უცნაურია როდესაც მუქარის შემცველი წერილის შესახებ პროკურატურისთვის ხაზარაძეს არაფერი უთქვამს.

“საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ დაკითხვის ოქმში ვთქვი. და ამის მერე საქმე არ აღიძრა, არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი და არავინ, არა თუ დაინტერესდა, არათუ საქმე არ აღიძრა, არამედ 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის პირველი ზარალი მოგვიტანა,”-განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძის ინფორმაციით, მას მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრმა გიორგი გხარიამ გაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშირას ყვება მამუკა ხაზარაძე 2007-2008 წლების ტრანზაქციების შესახებ
შემდეგი სტატიაპროკურატურა – როდესაც მამუკა ხაზარაძე პროცესუალურად დაადასტურებს მუქარაზე ბრალდებას, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ