“8 თვის წინ გადააყენეს კვირიკაშვილი და ყველაფერი ამ დღიდან დაიწყო… რა უნდათ თქვენგან?” – რომან გოცირიძის შეკითხვა მამუკა ხაზარაძეს

პარლამენტში რამდენიმე საათია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები “თიბისი” ბანკის საქმეს განიხილავენ და ბანკის დამფუძნებლებს უსმენენ. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოხსენების შემდეგ კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. მამუკა ხაზარაძესთან შეკითხვები აქვს ოპოზიციას. ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა მისთვის ეროვნული ბანკისგან ცნობილი იყო თუ არა თავიდანვე , რომ ისინი დავალებებს იღებდნენ შს მინისტრისგან.

„ეს წარმოუდგენელი ისტორიაა და ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესები სამომავლოდ. თუნდაც იმ წერილთან თუ შანტაჟებთან დაკავშირებით რასაც თქვენ ბრძანებთ. გასაგებია ამ წერილის ავტორი იყო შს მინისტრი. ყველამ იცის კულუარებში, რომ თქვენ გაშანტაჟებდათ ეროვნული ბანკი მაგრამ ეროვნულ ბანკს აშანტაჟებდა შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენთან საუბრისას ისინი ღიად ამბობდნენ ამას თუ არა, რომ რასაც ისინი აკეთებენ ეს იყო მთავრობის დავალება და კერძოდ ეროვნულ ბანკთან ივანიშვილის მიერ დანიშნული საკონტაქტო პირი იყო ბატონი გახარია. ამაზე დიდი ხანია მიდის საუბარი და რამდენად გახსნილად გელაპარაკებოდნენ ამის თაობაზე თქვენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის შეკითხვები “თიბისის” მიერ პროგრესს ბანკის შეძენასაც უკავშირდებოდა. ენმ-ს წევრი დაინტერესდა ხომ არ მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება სწორედ ამ ბანკის შეძენას, რომელიც “თიბისი” ბანკმა პრაქტიკულად “ხურდაში” მიიღო. გარდა ამისა, დეპუტატის შეკითხვა შეეხებოდა “პროგრეს ბანკის” იმიჯს და იმ პირს, რომელიც სწორედ ფულის გათეთრებაში იყო მხილებული.

„თქვენ საკმაოდ დიდი სამსახური გაუწიეთ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ იყიდეთ, ანუ ხურდაში წაიღეთ ბანკი რესპუბლიკის ყიდვისას პროგრესს ბანკი, რომლის 72%-ის მფლობელ იყო კრიმინალი და თაღლითი რუსი ილია გავრილოვი, ხოლო 28 %-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი. მანამდე ამ ბანკს ეძახდნენ კალაძის ბანკს. თუმცა კალაძემ წილები გადააფორმა თუ გადაყიდა ეს დღემდე ლიკვიდაციამდე მართავდა მისი სანათესავო. ვინ გაიძულათ, რომ თქვენ ეს ბანკი გეყიდათ?,“-განაცხადა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ილია გავრილოვი ფულის გათეთრების გამო სკანდალშიც გაეხვა.

რომან გოცირიძის შეკითხვა ანაკლიის პროექტსაც შეეხებოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ინტერესდება ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ამ პროექტის განხორციელებაში, თუნდაც მის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდება მოხსნას.

„თქვენ ფიქრობთ, რომ ანაკლიის პროექტის განვითარება თქვენი მონაწილეობით დღევანდელი დღის მერე შესაძლებელია თუ კი ფულის გათეთრების საკითხი მოიხსნება. ეს არის შემაფერხებელი ანაკლიასთან დაკავშირებით თუ თქვენ უკვე გადალახეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობასთან ის ზღვარი და მავნე ტრადიცია როდესაც ხელისუფლება ნებისმიერი შემთხვევაში გააგრძელებს თქვენს დევნას,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებული დევნა ყოფილ პრემიერს დაუკავშირა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე სწორედ მას შემდეგ გახდა ხელისუფლებისთვის მიუღებელი, რაც რვა თვის წინ თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა.

„თქვენ ახსენეთ 8 თვე . 8 თვე იყავით თქვენ ხელისუფლებისთვის მისაღები პირი. 8 თვის წინ გადააყენეს კვირიკაშვილი და ყველაფერი ასე ვთქვათ დაიწყო იმ დღიდან მოყოლებული. და წამოვიდა ეს გორგალი და სადამდე მივედით. ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ანგრევს ხელისუფლება. რა უნდათ თქვენგან, მაინტერესებს რატომ მიიღეს იმდენად სარისკო გადაწყვეტილება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს პირველ რიგში მე უკვე უფრო მეტი ინფორმაცია გავიგე, ბანკიც საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება და რეალურად ანაკლიის პროექტში როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს იგივე მესაკუთრეები, იგივე აქციონერები. მართლა რა უნდა ეროვნულ ბანკს როდესაც კითხულობს ვინ არის ამის აქციონერები, აქციონერებისგან გასვლას უნდა უზარმაზარი… 70 მილიონს რომელიც თქვენ ჩადეთ ვინ გადაგიხდით?,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – როდესაც მამუკა ხაზარაძე პროცესუალურად დაადასტურებს მუქარაზე ბრალდებას, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ
შემდეგი სტატიამუქარა შს მინისტრისგან, შანტაჟი ეროვნული ბანკისგან, ბრძოლა “კაგებეშნიკური მეთოდებით” – ხაზარაძის სკანდალური განცხადებები TBC ბანკის საქმეზე