პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პრაღის მოლაპარაკებების სირთულის მიუხედავად, დასავლელი პარტნიორები მის გაგრძელებას მხარს უჭერენ.
ზურაბ აბაშიძე “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას ცდილობს, მაგრამ ვითარება რთულია.
“ჩვენ ამ დიალოგის პროცესში მხარს გვიჭერს ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი. ვაშინგტონის ადმინისტრაცია, ევროკავშირის ლიდერები, ევროპელი ლიდერები, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა, გვეუბნებიან: რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს დიალოგი, გააგრძელეთ და თქვენი საქმე გააკეთეთ. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ პროგრესის მიღწევას ჟენევაში, მაგრამ ვითარება რთულია. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ეს ვითარება ჯერ არ შეცვლილა”, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.