სერგო რატიანი: “ქართული ოცნების” პოლიტიკა დამაზიანებელია

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ის, რომ პრობლემებს ხედავს ისეთი გავლენიანი პარტია, როგორიც არის “ევროპის სახალხო პარტია” ეს “ქართული ოცნების” ბრალია, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი “ევროპის სახალხო პარტიის” საპატიო თავმჯდომარის ჯოზეფ დაულის მიერ “რუსთავის 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე საუბრობს.

სერგო რატიანი ასევე ტიპურ საბჭოთა ცნობიერებას უწოდებს დაულის ინტერვიუსთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების შეფასებებს.

“უმრავლესობის წევრებსაც და სამწუხაროდ, “თავისუფალ დემოკრატებსაც” აქვთ ტიპური საბჭოთა ცნობიერება, როდესაც ვიღაცამ ვიღაცას შეიძლება რაღაც დააწერინოს. თავისთავად ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. ის, რომ პრობლემებს ხედავს ასეთი გავლენიანი პარტია, ეს არის “ქართული ოცნების” ბრალი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა სიტუაცია იყოს ისეთი, არ გაუჭირდეთ ევროპული თანამეგობრობის პარტიებს მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. დღეს და ამაში არის მთელი პრობლემა”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“პროგრესის მიღწევას ვცდილობთ, მაგრამ ვითარება რთულია”
შემდეგი სტატიაშსს-მ გურიაში ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დააკავა