პროცესი, რასაც ახლა საზოგადოება თვალს ადევნებს, „ქართული ოცნების“ ელექტორალური კრიზისია – იმ მიზნით, რომ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფი არ დაკარგონ, პარტიის გაყოფის ხერხს მიმართეს – ნაცვლიშვილი

პროცესი, რასაც ახლა საზოგადოება თვალს ადევნებს, “ქართული ოცნების“ ელექტორალური კრიზისია – იმ მიზნით, რომ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფი არ დაკარგონ, პარტიის გაყოფის ხერხს მიმართეს, – ასე ხსნის “ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი “ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების წამოსვლისა და მათ მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების გადაწყვეტილებას.

როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, “ქართულ ოცნებას“ ჰყავს ამომრჩეველი, ვინც ქვეყნის პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს და ახლა ხვდება, რომ პარტიას, რომელსაც აქამდე ნდობას უცხადებდა, ქვეყანა დასავლეთისკენ არ მიჰყავთ. მისივე თქმით, არსებობს ამომრჩეველთა მეორე ჯგუფი, რომელთაც ძალადობასა და ზიზღზე დაფუძნებული, ანტიდასავლური რიტორიკა მოსწონს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, “ესენი ერთად ვეღარ თავსდებიან, რის გამოც საჭირო გახდა პოლიტიკოსების გაყოფა“.

“მანევრია – ეს არის იგივე “ქართული ოცნება“, მაგრამ ეს ტაქტიკური ხრიკი მარტივად გასაშიფრი და დასანახია.

აქამდე “ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი უჭერდა მხარს, მათ შორის ის ამომრჩეველი, ვისაც სწამს, რომ საქართველოს მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება არის დასავლეთის წიაღში. ეს ამომრჩეველი “ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, რომელიც საჯარო არ არის, მაგრამ მასზე ბევრ პოლიტიკოსს და ანალიტიკოსს ხელი მიუწვდება.

იმისთვის, რომ “ოცნებამ“ შეძლოს და შეინარჩუნოს როგორც პროდასავლელი ამომრჩეველი, ასევე ამომრჩეველი, რომელიც იჯერებს პროპაგანდისტულ მესიჯებს, ამას ერთი პარტიის ფარგლებში ვერ ახერხებენ. ამიტომ მიმართეს ხრიკს, რომ პარტია გაყონ და ჯამში ამომრჩეველი არ დაკარგონ.

“ქართული ოცნებისთვის“ ამომრჩევლის დაკარგა არის გარდაუვალი, პროცესი დაწყებულია და არის შეუქცევადი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარც კი ვიცით, ნიკა მელიას რა უნდა, ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი, რომ მელიასთვის დიდი ხანი მისმენია და საბოლოოდ ვერ გავიგე, რაზე საუბრობდა, ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმომიდგენია – რაქვიაშვილი
შემდეგი სტატიახარკოვის მერი – ქალაქში რუსული თავდასხმისგან არც ერთი ტერიტორია არ არის დაცული